20 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
50 მილიონის კოკაინი გემზე, რომელსაც ქართველი კაპიტანი მართავდა

2 ათას 400 კილოგრამი კოკაინი გემიდან ფრანგმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად ამოიღეს. გემს, რომელსაც 50 მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკი გადაჰქონდა ქართველი კაპიტანი მეთაურობდა.

56 წლის ბადრი ბერიძე ეკიპაჟის სხვა 11 წევრთან ერთად ქალაქ ლილშია გადაყვანილი, ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

ქართველი კაპიტნის დაკავების შესახებ მის ოჯახს საფრანგეთიდან შეატყობინეს.

მოლდოვის დროშით მცურავი ფრეგატი კარიბ პოლმი კოლუმბიიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკში რემონტისთვის მიცურავდა. ქარველი კაპიტნის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გემზე ბადრი ბერიძე თურქული კომპანიის დაკვეთით მუშაობდა და მას ტვირთის შემოწმების საშუალება არ ქონია. თურქულ მხარეს ბერიძეები ვეღარ უკავშირდებიან და ხელისუფლებისგან დახმარება სთხოვენ.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კარიბ პოლმზე დაკავებულთა შორის სხვა საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ავტორები: თეონა ცხომელიძე, თეა ვაშალომიძე, ნათია გიორგობიანი. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები