20 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი და ახალი სკანდალი

დედაქალაქის მთავრობამ თბილისის საბავშვო ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებაში 3 ნახევარ მილიონზე მეტი გამარჯვებულ 16 კომპანიას გადაუხადა. ამ ჩამონათვალში ისეთი კომპანიებიც მოხვდნენ, რომლებსაც მუშაობის არანაირი გამოცდილება არა აქვთ და რეგისტრაცია ტენდერის გამოცხადების შემდეგ აქვთ გავლილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორში აცხადებენ, რომ სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან. ერთ-ერთია კომპანია იბერი, რომელმაც თითქმის მილიონიანი ტენდერი მოიგო და მისი გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დაფუძნდა.

ბაღების სააგენტოში აღიარებენ, რომ უწყება კომპანიების სამუშაო გამოცდილებით არ დაინტერესებულა და გადაწყვეტილება წარმოდგენილი სატენდერო პირობების შესაბამისად მიიღეს. დავით ნარმანიას განცხადებით, კი წინა მთავრობისგან განსხვავებით, დღეს ტენდერები სამართლიანად ტარდება და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

თბილისის მერისგან განსხვავებით, შეკითხვები აქვთ საკრებულოს უმცირესობას. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ საქმე საეჭვო კორუფციულ გარიგებებს უკავშირდება.

დღის ამბები