საახალწლო ღონისძიებებისთვის სამზადისი გრძელდება. გალა კონცერტი თავისუფლების მოედანზე ღამის 11-ის ნახევარზე დაიწყება და სამ საათს გასტანს.
პროექტი ქართულ-ევროპულ, კლასიკურსა და თანამედროვე მუსიკას გააერთიანებს. სამ ნაწილიან კონცერტში მონაწილეობას 200-მდე შემსრულებელი მიიღებს.
მთავარი საახალწლო ნაძვის ხე კი პარლამენტის წინ ხვალ საღამოს 7 საათზე განათდება. ახალი წლის ღონისძიებებისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარი ლარია გათვალისწინებული.