ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა შეწყალების კომისიის გარშემო ატეხილ სკანდალს.
ბესელიამ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც საუბრობს ფაქტების და კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, ისინი აგებენ კანონის წინაშე პასუხს.
ეკა ბესელიამ ასევე ისაუბრა, რამდენიმე დღის წინ, ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა ანასტასია ზაუტაშვილთან ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის შეხვედრებს განაცხადა, რომ ის ყოველთვის ხვდება და მომავალშიც შეხვდება პატიმრებს.
„მე მსჯავრდებულებს ვხვდებოდი, ვხვდები და კიდევ შევხვდები. მტკიცებულებების გარეშე, დასაბუთების გარეშე, მხოლოდ ცილისმწამებლური განცხადებები აკეთოს, ყველა მათგანს გავცე შესაბამისი პასუხი მე ამისთვის მზად ვარ, ამისთვის პირდაპირი ეთერი იქნება ყველაზე კარგი ფორმა, რომ საზოგადოებამ სრულად გაიგოს პოზიცია. ცილისმწამებლური განცხადებები იქნება, ბევრი კომიკური სცენა იქნება, ანონიმური პერსონებით, მაგრამ არანაირი ფაქტები, არანაირი მტკიცებულებები, თუმცა ყველა ის ადამიანები, ვისაც თქვენ ხელს უწყობთ, რომ ასე ცილისმწამებლური განცხადებები ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებების გარეშე საჯარო უპასუხისმგებლო ცრუ განცხადებებს აკეთებდეს, მათ მოუწევთ ამაზე პასუხების გაცემა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.