ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა პოლიტპატიმართა სიის სკანდალთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ამ ამბავს ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს.
„პოლიტპატიმრების აღიარება პარლამენტში ჩვენი გუნდის მხრიდან და ჩვენი კომიტეტის, რომელიც ორგანიზატორი იყო ამ პროცესის, პარლამეტის კოლექტიური, პრინციპული გადაწყევტილება იყო. მე ვიცი, რომ ეს ნაციონალური მოძრაობისთვის იყო ყველაზე დიდი დარტყმა და ამ გადაწყვეტილების გამო იმ დღიდან ბრძოლა არ შეწყვეტილა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.