დადგება თუ არა ეკა ბესელიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით დეპუტატს ამ თემაზე საუბარი არ სურს.
პოლიტპატიმრების სიის სკანდალთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდგ პირველი კომენტარი გააკეთა.
ბესელია პოლიტპატიმრების სიის გარშემო გაჩენილ შეკითხვებს ნაციონალური მოძრაობის მიერ პროვოცირებულს უწოდებს.
დაიწყება თუ არა მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და პოლიტპატიმართა სიაზე მომუშავე კომისიის სხვა წევრების წინააღმდეგ გამოძიება ჯერ უცნობია. ამ მოთხოვნით საჩივარი მთავარ პროკურატურაში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები კომისიის წევრებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პოლიტპატიმართა სიაში ის პირები არიან, რომლებსაც პოლიტიკასთან კავშირი არასდროს ჰქონიათ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა კონკრეტული პირებიც დაასახელეს, რომლებსაც მათი თქმით, პოლიტპატიმრის სტატუსი კორუფციული გარიგების სანაცვლოდ აქვთ მიღებული.
კორუფციულ გარიგებას პოლიტდევნილის სტატუსის სანაცვლოდ გამორიცხავს ნანა კაკაბაძე.
დაიწყება თუ არა გამოძიება 190 კაციან სკანდალურ სიასთან დაკავშირებით პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, ირაკლი კუპატაძე.