20 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"ცხოვრება იდიოტისა" - დავით დოიაშვილმა მაყურებელს რიუნოსკე აკუტაგავს თხზულება თანამედროვე რედაქციით წარუდგინა

შემთხვევა, რომლის წყალობითაც წარმოდგენა დიდ სცენას დაუბრუნდა. ნიუ–იორკის თეატრალური ფესტივალის შემდეგ, დავით დოიაშვილმა მაყურებელს ცხოვრება იდიოტისა 23 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ თანამედროვე რედაქციით წარუდგინა.

დღეს მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში პრემიერაა.

ეს რიუნოსკე აკუტაგავს ერთ-ერთი ბოლო თხზულებაა, რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალად იქცა.

რეჟისორი მაყურებელს სთავაზობს იაპონელი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებების სრულიად ახლებურ ხედვას და გააზრებას. საინტერესო თეატრალური გადწყვეტის ფორმები, უჩვეულო თამაშის ხერხი, რეალურსა და ირეალურ სამყაროში დაკარგული პერსონაჟები.

ავტორები: მაია ლომიძე. 

დღის ამბები