20 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ევროკავშირის დროშის ფერებით განათებული შენობები

შვიდობის ხიდი და მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, სატელევიზიო ანძა, სიმბოლურად, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში განათებული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენობები. კერძოდ, სვანური კოშკი მესტიაში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დადიანების სასახლე ზუგდიდში, შუქურა და "პორტა ბათუმი თაუერი" – ბათუმში, თელავის ციხე და ილიას ძეგლთან მისასვლელი კიბე – წიწამურში.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 220 450 ლარი გამოიყო.

დღის ამბები