20 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
68 წლის ლილი ახვლედიანისთვის სოციალური დახმარების მოხსნის საკითხით ირაკლი ალასანია დაინტერესდა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა დღეს სოფელ დიღომში მცხოვრები 68 წლის ქალბატონი მოინახულა. ლილი ახვლედიანს სოციალური დახმარება რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამის მიზეზი პენსიონერის საავადმყოფოდან სახლში გადაყვანა გახდა. რამდენიმე თვის წინ ის მაღალი წნევით რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა, ხოლო შემდეგ მისმა ძმამ სამკურნალოდ სახლში გადაიყვანა.

„ასეთი დამოკიდებულება უპასუხისმგებლო და არაადამიანური დამოკიდებულებაა მოქალაქეების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის ის უსამართლობა, რომელიც უნდა გამოსწორდეს,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ლილი ახვლედიანის ოჯახის წევრები სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვენ.

დღის ამბები