თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთი წლის ანგარიში წარმოადგინა.
დოკუმენტის მიხედვით, 70-მდე საბავშვო ბაღში გარემონტდა ცენტრალური გათბობის სისტემები. 40-მდე საბავშვო ბაღის ეზოში კი კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა და მოეწყო ატრაქციონები.
ასევე, უკვე დაწყებულია ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადების პროგრამა, რომლის საშუალებითაც სპეციალისტები თბილისის ყველა ბაგა-ბაღს მოემსახურებიან.
„ჩვენ რამდენიმე დახურული ბაღი გავხსენით და დავამატეთ ფართები საბავშვო ბაღებს, სადაც დამატებით 3 ათასამდე ბავშვის მიღება შევძელით. გარდა ამისა, 7 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, საიდანაც ორი უკვე დასრულებულია და იანვრიდან იქ უკვე შევლენ პატარები,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.