ხმაური იყო დღეს გორში. საპროტესტო აქცია ე.წ. ბოლოდგის დასახლების მოსახლეობამ გამართა.
აქციის მონაწილეები წყლის პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ბოლო სამი წელი დეკემბერში წყალი შაბათ–კვირას ითიშება. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ პრობლემა ხელოვნურად იქმნება წყალკანალის მხრიდან.
კომპანიის განმარტებით კი, წყლის გათიშვას ტექნიკური გაუმართაობა განაპირობებს, რაც მხოლოდ გამრიცხველიანობის შემთხვევაში მოგვარდება.