08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
აშშ-ის სენატმა მაგნიტსკის გლობალური აქტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მაგნიტსკის გლობალური აქტი ერთხმად მიიღო.

კანონის მთავარი ინიციატორები სენატორები - ბენ კარდინი და ჯონ მაკკეინი არიან, თანასპონსორთა შორის ორი საპრეზიდენტო კანდიდატიცაა  - მარკო რუბიო და ტედ კრუზი.

პროექტს ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

ეს კანონი აშშ-ის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, სანქციები დააკისროს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს მთელს მსოფლიოში.

სანქციები როგორც სავიზო შეზღუდვებს, ასევე ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და ქონების დაყადაღებასაც გულისხმობს.

 

დღის ამბები