20 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ლალი ქავთარაძის გაჭირვებული ოჯახი დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდება

ქავთარაძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკვე წლებია, სოკოს სათბურის ძველი შენობის ერთ ოთახს აფარებს თავს. ლალი ქავთარაძე ამ პირობებში სკოლის ასაკის 5 შვილს ზრდის. ოჯახი სოციალურად დაუცველია და თვიდან თვემდე მხოლოდ მრავალშვილიანობისა და სოციალური დახმარებით ცხოვრობს.

ლალი ამბობს, რომ 5 შვილის გამოსაკვებად, გასათბობად და ჩასაცმელად ხშირად ამ დახმარებების წინასწარ აღება უწევს, რის გამოც მათი შემოსავალ ყოველთვე სულ უფრო ნაკლებია.

ლალი ქავთარაძემ დახმარების თხოვნით თბილისის მერიასა და გლდანის რაიონის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა. მას ქირით გასვლასა და სხვადასხვა დახმარებებზე უარი უთხრეს, ამის მიზეზად კი რეგისტრაციის არარსებობა დაუსახელეს.

ოჯახი რამდენიმე წლის წინ ბინის გადაცემის მსურველთა სიებში მოხვდა, თუმცა ამ პირობის შესასრულებლად მათ გაურკვეველი ვადით უსახლკაროებისათვის განკუთვნილ კარავში გადასვლა შესთავაზეს.

გლდანის გამგეობაში მრავალშვილიანი ოჯახისთვის ქირით გაყვანაზე უარის თქმის მიზეზად კანონთან შეუსაბამობას ასახელებენ.

 

 

ავტორი: თათია ხორბალაძე 

დღის ამბები