20 ნოემბერი 2024,   10:17
ვრცლად
ღარიბაშვილმა და ნარმანიამ თბილსის ნაძვის ხე გაანათეს

პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა თბილისის მთავარი ნაძვის ხე გაანათეს.

ირაკლი ღარიბაშვილი და დავით ნარმანია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის გასანათებლად შვილებთან ერთად მივიდნენ.

მათ მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია კიდევ ერთხელ მიულოცეს. 

ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი 11 მეტრი. მერიის მიერ საახალწლ ნაძვის ხის შეძენასა და მონტაჟზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ჯეო სტრიმმა გაიმარჯვა და საახალწლო შესყიდვის ღირებულება 175 573 ლარით განისაზღვრა. საზეიმო ღონისძიება ჯგუფმა The Quintessential Five საშობაო კომპოზიციებით გააფორმა. 


 

დღის ამბები