20 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ქართული საბალეტო დასი ესპანეთში დღეს "მაკნატუნას" წარმოადგენს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი ესპანეთში დღეს გასტროლს ასრულებს - ვალ უიხოში მოცეკვავეები მაკნატუნას წარმოადგენენ.

თბილისელი მაყურებლისთვის კი პეტრე ჩაიკოვსკის მაკნატუნას დასი უკვე 24 დეკემბერს ფილარმონიაში იცეკვებს.

ესპანეთში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 15 დეკემბრიდან იმყოფება. წარმოდგენები გაიმართა 4 ქალაქში. ესპანეთში ქართული დასი ბოლო 4 წელია სისტემატურად ჩადის.

დღის ამბები