ამ დრომდე მიმდინარებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რიგით მეშვიდე საერთო კრება. შეხევდრაზე ქარტიის წევრები 2015 წლის მიმდინარე საკითხებსა და ქარტიის წესდებაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. დღესვე ქარტიის წევრები საბჭოს სამ ახალ წევრს ფარული კენჭისყრის საფუძველზე აირჩევენ. საბჭოს წევრებთან ერთად შეირჩევიან სარევიზიო კომისიის ახალი წევრებიც. დღის ბოლოს კი ”ქარტიის პრიზი 2015”ის გამარჯვებული გამოვლინდება.