20 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
10 მილიონიანი პროექტი-ბათუმის ბულვარის ახალი კონცეფცია ბათუმელებისთვის მიუღებელია

ბათუმის ბულვარის ახალი კონცეფცია შავიზღვისპირა ქალაქის მერიამ უკვე დაამტკიცა. 10 მილიონიანი პროექტის ფარგლებში ბულვარის მესამე ზოლი, რომელიც ბულვარში ყველაზე მეტად არის გამწვანებული იერსახეს შეიცვლის. 

ზღვის სანაპიროზე მუშაობა უკვე დაწყებულია პროექტში სულ 10 მილიონი დაიხარჯება. კონცეფციას ბიზნესმენი კოკა გეგუჩაძე და კომპანია დრიმ ლენდ ოაზის-ის წარმომადგენლები ახორციელებენ. 

ბულვარის ახალ კონცეფციას არასამთავრობო სექტორები და ადგილობრივთა ნაწილი იწუნებს. მათ მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ახალი კონცეფციის პროცესში ბულვარმა ისტორიული სახე შეიცვალოს და განადგურდეს მრავალწლოვანი მწვანე კულტურა. 

ახალ კონცეფციაზე მომუშავე კომპანიაში კი ამბობენ, რომ ბულვარი იერსახეს არ დაკარგავს და არც მწვანე ნარგავები განადგურდება. 

კონცეფციაზე მომუშავეებს, მიაჩნიათ, რომ ბულვარი უფრო კომფორტული გახდება დამსვენებლებისთვის. 

ავტორი: თეა ადეიშვილი

დღის ამბები