20 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს თავს დაესხნენ

თავდასხმა საპარლამენტო უმცირესობის წევრზე. ლევან ბეჟაშვილს თავს გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაესხნენ. კიევიდან თბილისში დაბრუნებულ დეპუტატს მგზავრთა გამოსასვლელთან რამდენიმე პირმა ჯერ ფიზიკური, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"პოლიტიკურ ლიდერებზე ხდება თავდასხმა. ეს წახალისებულია ხელისუფლებისგან და არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

სამართალდამცავებმა ინციდენტის 2 მონაწილე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი კი, ორთაჭალის პოლიციის შენობაში დასაკითხად გადაიყვანეს.

ამ ფაქტის პარალელურად დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა და ხელისუფლებას მათი გათავისუფლება მოსთხოვა. ფაქტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები