02 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ვარდების რევოლუციის მოედანზე დღეიდან ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ვარდების რევოლუციის მოედანზე დღეს დილიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალა.

ამ ტერიტორიაზე საახალწლო ქალაქი მოეწყობა, რომლის სამუშაოები დილიდან დაიწყო. აქ ე. წ. ფინური სახლები განთავსდება, ყინულის მოედანი და სცენა მოეწყობა, სადაც ყოველ საღამოს სხვადასხვა ბენდი დაუკრავს. პარალელურად, გაიყიდება საახალწლო სუვენირები და ტკბილეული.

ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება.

დღის ამბები