02 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
თბილისში ავტომობილი აფეთქდა - შემთხვევა ღამით მოხდა

თბილისში x-5 მარკის ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტი გვიან ღამით წერეთლის გამზირზე მოხდა. ავტომობილის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დრომდე უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. თვითმხილველებისთვის ასევე უცნობია ავტომობილის მფლობელის ვინაობაც.

აფეთქების შედეგად ერთერთ ოჯახს საცხოვრებელი ბინის მინები ჩაემსხვრა.

საქმეზე 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რომელიც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. 

დღის ამბები