მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით ნებაყოფლობითი გამოკითხვის ამოქმედების პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაციებში საუბრობენ. მათი განმარტებით, სამართალდამცველებს იძულებით დაკითხვის ბერკეტი მაინც რჩებათ.
ამ შენიშვნების მიუხედავად, აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მაგისტრი მოსამართლის როლი და მისი მონაწილეობა დაკითხვის პროცესში.
კანონპროექტს დეპუტატებმა მეორე მოსმენით უკვე უყარეს კენჭი, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მოწმეთა ახალი წესის ამოქმედების გადავადებას. მისი დოკუმენტი პირველი იანვრის ნაცვლად 20 თებერვალს ამოქმედდება.