საქართველოს სასამართლო სისტემის გამოწვევების შესახებ საზოგადოებრივი კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ფორუმს მართავს.
ღია დისკუსიაში უზენაესი სასამართლოსა და პარლამენტის თავმჯდომარეებიც მიიღებენ მონაწილეობას. განიხილება არსებული პრობლემები, იმსჯელებენ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესზე, ასევე საქმეთა გადანაწილებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარ რეკომენდაციებსაც გააცნობენ.