08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ბოლო 11 წლის განმავლობაში ნავთობის ფასი დღეს ყველაზე მეტად გაუფასურდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს. ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად ერთი ბარელი 36 დოლარი და ოცი ცენტი ღირს.

მიზეზი ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება გახდა. ოპეკის ბოლო შეხვედრაზე ექსპორტიორმა ქვეყნებმა კვოტები არ შეამცირეს და დღეში კვლავ 31 მილიონ ბარელს მოიპოვებენ.

სპეციალისტები საწვავის ფასის ვარდნას საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ კონკურენციასაც უკავშირებენ. მათი თქმით, საუდის არაბეთი საკუთარი ნავთობ წარმოების გაზრდით ცდილობს ამერიკულ კომპანიებს ბაზარი დაატოვებინოს.

 

 

დღის ამბები