08 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
რუსეთის ავიაციას სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ

რუსეთის ავიაციას სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ. სამაშველო ჯგუფების ცნობით, საცხოვრებელ კორპუსებსა და ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, 150–ზე მეტი კი დაშავდა.

არ გამორიცხავენ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდასაც, რადგან ხალხი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი.

ადგილობრივების ცნობით, ავიაციამ იდლიბის ცენტრზე იერიში 6-ჯერ მიიტანა. სირიის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე იდლიბის რეგიონს თითქმის ერთი წელია ამბოხებულები აკონტროლებენ.

დღის ამბები