NDI-ის კვლევების ერთი ნაწილი მთლიანად ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს დაეთმო. ტენდენცია ასეთია – ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას გამოკითხულთა უმრავლესობა უჭერს მხარს. ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა კი წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია.
ერთ–ერთი კითხვა მთავრობის საგარეო კურსსაც დაეთმო. კითხვაზე "რომელი პარტია შეძლებდა მოეგვარებინა ურთიერთობა ევროპასთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან," გამოკითხულთა უმეტესობამ არა მმართველი პარტია, არამედ ოპოზიცია დაასახელა.
განსხვავებულია მონაცემები რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების კუთხით. აქ გამოკითხულთა უმრავლესობაში სწორედ ქართული ოცნება ლიდერობს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს იმ საგარეო კურისის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ბოლო წლებია მისდევს.
კითხვაზე "სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა ქვეყანა" გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მდგომარეობა საერთოდ არ იცვლება, 45 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
ავტორი: ეკა გაგუა