20 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
სოფელ კარდენახში გაუსაძლის პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველები მეორე წელია მთავრობისგან დახმარებას ელოდებიან

სოფელ კარდენახის საერთო საცხოვრებელში სოციალურად დაუცველებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. შენობის კედლები და სახურავი კი იმდენად დაზიანებულია, რომ სახლის ჩამონგრევის შიშით ადგილობრივებს ხშირად ღამის გათენება გარეთ უწევთ.

კარდენახში ყოფილი ღვინის ქარხის საერთო საცხოვრებელში იგივე სოციალური პრობლემებით 25 ოჯახი ცხოვრობს, შენობის ჩამონგრევის შიშით ხშირად იძულებულები არიან ღამე ბავშვებთან ერთად ქუჩაში გაატარონ, მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სახურავის შეცვლას და კედლების გამაგრებას სთხოვს.

25 ოჯახს საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის დაპირება 3 წლის წინ წინასაარჩევნოდ მისცეს. საკრებულოში ადგილობრივებმა წერილით სოფლის რწმუნებულს და რაიონის გამგეობას 2 წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი კარდენახელების პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით ადგილობრივებს დახმარებისთვის არასდროს მიუმართავთ.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი,  ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი. 

 

დღის ამბები