20 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
მანანა კობახიძე ელისო კილაძის წინააღმდეგ - პარლამენტის ვიცე-სპიკერს სასამართლოში დღეს სარჩელი შეაქვს

ქრონიკა პლიუსისა და მისი რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შეაქვს მანანა კობახიძის ადვოკატს. მოსარჩელე მხარე კილაძეს პატივისა და ღირსების შელახვასა და შეგნებულ ცილისწამებაში ადანაშაულებს.

პარლამენტის ვიცე სპიკერს ამ თემაზე გუშინ აღარ უსაუბრია. განცხადების გაკეთებას დღეს მისი ადვოკატი  გეგმავს.

თავის მხრივ, საკუთარი სიმართლის დაცვას გეგმავს ელისო კილაძეც. მისი მტკიცებით, უტყუარი ინფორმაცია მას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომლის დასახელებასაც სასამართლო დარბაზშიც არ აპირებს.

„პატივი და ღირსება რომ შეგელახოს, ეს უნდა გქონდეს, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის ვიცე სპიკერს არ გააჩნია არც პატივი და არც ღირსება. მფარველობდა მძიმე ნარკოდანაშაულში მხილებულ პირებს, ის იყო მათი ლობისტი. მე მაქვს ინფორმაცია და წყაროს არ დავასახელებ სასამართლოზე,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ჟურნალისტის თქმით, ის ბოლომდე აპირებს სამართლებრივ დავას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები