სინოდის სხდომაა ჩანიშნული დღეს 12 საათისთვის. ამ დრომდე უცნობია თუ კონკრეტულად რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე. თუმცა შესაძლოა სწორედ სინოდის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდეს ცნობილი საპატრიარქოს პოზიცია საჯაროდ დასმულ კითხვებთან და რუსთავი 2-ის ეთერში გასაჯაროებულ ფაქტებთან დაკავშირებით.
საქმე ეხება მეუფე სპირიდონის ეპარქიაში დაფინანსების გარეშე დარჩენილ სასწავლებლებსა და საპატრიარქოს ბიუჯეტის არაგამჭვირვალე ხარჯვას.
საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ბაგა-ბაღებსა და სკოლებში მძიმე მდგომარეობის შესახებ რეპორტაჟი პოსტსკრიპტუმმა მოამზადა.