08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 105 პირი დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაციის დროს ქალაქ ავდეევკაში 105 ადამიანი დააკავეს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, დაკითხვის შემდეგ მათგან რამდენიმე უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრი აღმოჩნდა.

გავრცელებული ცნობით, მათი საშუალებით დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ჯგუფები კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ.

დღის ამბები