20 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
თბილისი ახალი წლის სამზადისშია - ვარდების მოედანზე უკვე დაიწყო საახალწლო სოფლის მშენებლობა

თბილისი ახალი წლის სამზადისშია - ვარდების მოედანზე უკვე დაიწყო საახალწლო სოფლის მშენებლობა.

მოედანზე სცენებისა და ჯიხურების მონტაჟი მიმდინარეობს, სადაც საახალწლო ნობათი გაიყიდება. აქვეა განთავსებული ყინულის მოედანი, რომელიც 25 დეკემბრიდან გაიხსნება.

საახალწლო სოფელში ორი სცენა იქნება, სადაც კონცერტები გაიმართება, მოეწყობა დიჯეების ფესტივალი, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული ღონისძიებები.

საახალწლო სოფელი სტუმრებს 25 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

 

დღის ამბები