08 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
შობისთვის ბოლო სამზადისია ფინეთში - წერილებს სანტანს გუნდის წევრები მთელი მსოფლიოდან იღებენ

შობისთვის ბოლო სამზადისია ფინეთში, სოფელ როვანიემში, სადაც სანტა კლაუსი ბინადრობს. წერილებს სანტანს გუნდის წევრები მთელი მსოფლიოდან იღებენ და ახარისხებენ.

ამ დრომდე 250 ათასამდე წერილია სანტას მისამართზე გაგზავნილი, მათი უმრავლესობა ჩინეთიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან არის ჩასული. დღესასწაულამდე ვარაუდობენ, რომ წერილების ოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზირდება. სოფელში ბევრია ტურისტიც.

წელს ფინელ სანტას განსაკუთრებული გზავნილი აქვს მსოფლიოს ბავშვებისთვის. ის მათ მოუწოდებს, რომ ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, სასწაულების სჯეროდეთ.

დღის ამბები