08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ISIS- ის კონტროლირებად ქალაქზე ინტენსიური შეტევა მიმდინარეობს

ერაყის სამთავრობო ძალები დაჯგუფება ისლამური სახელწმიფოს მიერ კონტროლირებადი ქალაქის რამადის აღებას ცდლობს.

ავიაციის მხარდაჭერით ქვეითი ძალები ქალაქის ცენტრში შევიდნენ და დასახლებული რაიონების გაწმენდა დაიწყეს. პარალელურად ისინი წინ მიიწევენ მთავარი ადმინისტრაციული შენობისკენ.

ქალაქი რამადი ბაღდადიდან 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ისლამურმა სახელმწიფომ ის მაისში დაკავა. ერაყის არმიამ კი მისი გათავისუფლების ოპერაცია ერთი თვის წინ დაიწყო. დაზვერვის სამსახურის ცნობით ამ დროისთვის რამადიში დაჯგუფების 300 ამდე მებრძოლი რჩება.

 

დღის ამბები