რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სინოდის სოხდმა. 3 საათიან სხდომას პატრიარქი ხელმძღვანელობდა. უმაღლესმა სასულიერო პირებმა გასული წელი შეჯამეს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი სინოდის სხდომაზეე მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში იმერეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. კერძოდ საუბარი შეეხო აღნიშნული ეპარქიის მფარველობის ქვეშ არსებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. აღნიშნული თემა გასულ კვირას პოსტსკრიპტუმმა გააშუქა.
შეგახსენებთ, რომ ეპარქიის მფარველობის ქვეშ არსებულ საბავშვო ბაღსა და სკოლაში ინფრასტრუქტურა სრულად არის მწყობრიდან გამოსული, მასწავლებელები ხელფასებს დაგვიანებით იღებენ, თავად ხელფასის ოდენობა კი საჯარო დაწესებულებებისგან განსხვავებით გაცილებით დაბალია და სოციალურ მინიმუმის ზღვარს ქვემოთ არის.
როგორც მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ განაცხადა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. როგორც მამა ზოსიმემ აღნიშნა, მოხდება თანხების სწორი განაწილება.
ცნობილი გახდა რომ დეკანოზი ილიას მიერ რუსთავი 2-ის შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ სინოდის სხდომაზე არ უსაუბრიათ.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი