ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ძველი თბილისის მესამე განყოფილების პოლიციელებს საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საუბარია 18 დეკემბერს ვერის სასაფლაოსთან სამი ახალგაზრდის დაკავებაზე.
ხაჭაპურიძის მტკიცებით, ისინი პოლიციელებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში ისე გადაიყვანეს, რომ მიზეზი უცნობი იყო. დაკავებულების ადვოკატი და ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილების კამერების და აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერებს ითხოვენ.
მათ დღესვე გენერალურ ინსპექციას მიმართეს კონკრეტული პოლიციელების მიმართ მტკიცებულებათა ფალსიფიცირების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
„მივმართავთ გენერალურ ინსპექციას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩატარდეს გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც პრეცენდენტი მოახდინეს ახალი დანაშაულის. კაბინეტში შექმნეს ყალბი მასალები,“ - განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
უწყება ადვოკატის ბრალდებებს არ ეთანხმება.