ენერგეტიკის მინისტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდებს შეხვდა. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან კახა კალაძემ ამ სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
ვიცე პრემიერმა ის პროექტებიც დაათვალიერა, რომლებიც სტუდენტებმა ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდის დაფინანსებით შეასრულეს.