20 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ახალი წელი საჩუქრების გარეშე - საბავშვო ბაღებში მისული ხელცარიელი თოვლის ბაბუები

ახალი წელი საჩუქრების გარეშე. საბავშვო ბაღის 56 ათასი აღსაზრდელი ამ დრომდე ტრადიციული წინასაახალწლო სიურპრიზის მოლოდინშია. თბილისის ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში ზეიმზე თოვლის ბაბუა ხელცარიელი მივიდა.

ბავშვებთან ერთად იმედგაცრუებულები მათი მშობლებიც დარჩნენ, რომლებსაც ტკბილეულისა და თოვლის ბაბუის გარეშე წინასაახალწლო ზეიმი ჯერ არ ახსოვთ. ბავშვების განაწყენების თავიდან აცილების მიზნით, მშობლები მზად იყვნენ, საჩუქრები საკუთარი შვილებისთვის თვითონვე ეყიდათ, თუმცა ბაღის დირექციამ მათ ამის საშუალება არ მისცა

მერიამ ბაღებში დასარიგებელი საჩუქრებისთვის ბიუჯეტიდან სულ 242 ათასი ლარი გამოყო. თუმცა, თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. კომპანია კი, რომელთანაც მერიას მოლაპარაკება დაწყებული აქვს, ბავშვებისთვის საჩუქრად მხოლოდ 350 გრამ ტკბილეულს შეიძენს.

თბილისის მერის ინფორმაციით, საჩუქრები ბავშვებს 29 დეკემბერს დაურიგდებათ.

ნარმანია ამბობს, რომ ზეიმები ბაღებში სწორედ ამ დრომდე არ უნდა ჩატარებულიყო და თოვლის ბაბუაც პატარებთან მხოლოდ ტენდერის დასრულების შემდეგ უნდა გამოჩენილიყო.

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები