20 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
მაგდა პაპიძის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს საქალაქო სასამართლო, სადაც ნათქვამია:

„კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სახეზეა ბრალდებულის მხრიდან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს სასჯელს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას,“ - წერია განცხადებაში.

დღის ამბები