08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის შტაბი სანტა კლაუსის გადაადგილების კადრებს ავრცელებს

შობამდე 2 დღით ადრე ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის შტაბი სანტა კლაუსის გადაადგილების ტრაექტორიის ამსახველ კადრებს ავრცელებს, რაც უკვე ტრადიციად იქცა.

უწყება დავალებას ამჯერადაც სერიოზულად მოეკიდა და სანტას გადაადგილების ამსახველ ვიდეო მასალასთან ერთად, საგანგებო განცხადებაც გააკეთა.

შტაბის პრეს მდივნის თქმით, სანტა პირველად აღმოსავლეთ სანაპიროს ესტუმრება, შემდეგ კი მოგზაურობას ალასკაზე დაასრულებს. შტაბი არ გამორიცხავს, რომ ლაპლანდიაში დაბრუნებამდე სანტამ ჰავაიზე შვებულებითაც ისარგებლოს.

დღის ამბები