20 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
"სამართლიან არჩევნებში" საჯარო მოხელეთა ატესტაციისას გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ

საჯარო მოხელეთა ატესტაციის დროს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ სამართლიან არჩევნებში. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, როგორც გასაუბრების, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა, რაც მათი შეფასებით, არასამართლიანი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციაში საჯარო სამსახურის შესახებ კანონში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობენ, მათ შორის შიდა და საჯარო კონკურსებთან მიმართებით.

"მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში ჩვენ შეგვეზღუდა ან არ მოგვეცა საშუალება, რომ დავკვირვებოდით გასაუბრებების პროცესს. რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ანუ როგორ ხდებოდა კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ შევძელით დაკვირვება, " - განმარტა ნინო ლომჯარიამ.  

დღის ამბები