20 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
თელავში ბიზნესმენი დავით ახმეტელი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა თელავში. წუხელ, გვიან ღამით, ბიზნესმენი, რესტორან ხერგილის მფლობელი, დავით ახმეტელი დააყაჩაღეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე შეიარაღებული პირი ახმეტელების საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა წაიღეს.

მეზობლების ინფორმაციით, თავდამსხმელები ოჯახის წევრებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათი საცხოვრებელი ეზოდან კი ლექსუსის მარკის ჯიპი გაიტაცეს, რომელსაც პოლიციამ რამდენიმე საათში მიაკვლია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები