სინოდის განჩინება ცნობილია. მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით ერთ სასულიერო პირს, მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს საპატრიარქოს მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა.
"მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე მუდმივად ცილისწამებლურ განცხადებებს ავრცელებს. ის საპატრიარქოში დაიბარეს და არ გამოცხადდდა. დადგინდა, რომ მას აეკრძალოს მღვდელთმსახურება," - განაცხადა მეუფე ანდრია გვაზავამ.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ გუშინ ჩატარებულ სინოდის კრებაზე საუბარი შეეხო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
მათ შორის იყო ის ბაგა ბაღი, რომლის შესახებაც რეპორტაჟი ”პოსრიპტუმში” გავიდა. 2015 წლის სონოდის ბოლო სხდომაზე სამი ახალი წმინდანის შერაცხვაც მოხდა.
"საუბარი ეხებოდა ყველა სასწავლო დაწესებულებას. საუბარი შეეხო ბაგა ბაღსაც იქნება გათვალისწინებული მათი მოთხოვნა,"- განაცხადა მეუფემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.