08 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
25 გარდაცვლილი და 100 დაშავებული - ხანძარი საუდის არაბეთში

ხანძარს საუდის არაბეთში 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს.

ტრაგედია ქალაქ ჯიზანის საავადმყოფოში დატრიალადა, სადაც გამთენიისას, ხანძარი ინტენსიური თერაპიისა და სამშობიაროს განყოფილებაში გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას 20–ზე მეტი სამაშველო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. 

დღის ამბები