20 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას მოითხოვს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას მოითხოვს. ერთობლივი განცხადება კოალიციაში შემავალმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა.

მათი შეფასებით, საერთო სასამართლოებში კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს და ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა კორპუსის ღირსეული კანდიდატებით დაკომპლექტებას.

სამოქალაქო სექტორს შეკითხვები აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც.

დღის ამბები