20 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"მარო მაყაშვილი გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც მიენიჭება ეროვნული გმირის წოდება,"- გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია რომელმაც ეს ტიტული მიიღო. 

"პატარა გოგო, რომელიც წინა საუკუნის 20-იან წლებში აქ დაიღუპა. მარო მაყაშვილი, რომელიც აქ დაიღუპა 19 წლის ახალგაზრდა იუნკერებთან, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც მიენიჭება ეროვნული გმირის წოდება,“-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილმა საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ირინა ენუქიძეზეც და აღნიშნა, რომ ენუქიძის ბრძოლა სამაგალითოა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრის მოავლეობის შემსრულებლის მოადგილეს ანა დოლიძესაც, რომელიც როგორც პრეზიდენტი აცხადებს, იდეის ინიციატორი იყო. 

 

დღის ამბები