მოსამართლეების არჩევამდე ერთი დღით ადრე, არასამთავრობოები ხელისუფლებასა და იუსტიციის საბჭოს მიმართავენ. მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების შეჩერებას 30-მდე არასამათავრობო ორგანიზაცია პროცესის გაუმჭვირვალობის გამო ითხოვს.
მესამე სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც კანდიდატებთან გასაუბრებას ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ პროცესი კორუფციის შესაძლებლობას იძლევა. გასაუბრების პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებენ სახალხო დამცველის აპარატშიც. ცნობილია, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები ხვალინელ კენჭისყრასაც დაესწრებიან. შენიშვნებს საბჭოში დღეს არ გამოხმაურებიან, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი სატელეფონო ინტერვიუში განმარტავს, რომ კენჭისყრა ვერ გადაიდება.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის წესი შეიცვლება და ამ მიმართულებით კანონმდებლები მუშაობას საგაზაფხულო სესიიდან დაიწყებენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხვალ კენჭს მოსამართლეობის 100-მდე კანდიდატს უყრის, რის შემდეგაც 61 მათგანი მოსამართლედ დაინიშნება. პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციას აანონსებენ.
ავტორი:ქეთი ნადიბაიძე