20 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
იუსტიციის საბჭოში დღეს მოსამართლეთა კენჭისყრაა - არასამთავრობოები საპროტესტო აქციას გეგმავენ

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის 100-მდე კანდიდატს უყრიან კენჭს, რის შემდეგაც 61 მათგანი მოსამართლედ დაინიშნება.

პარალელურად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საბჭოს შენობასთან აქციის გამართვას გეგმავს. ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ლევან მურუსიძის კანდიდატურას.

მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მურუსიძეს უვადოდ აირჩევენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ეს ეჭვქვეშ დააყენებს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობას.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით პეტიციაც გაავრცელეს.

დღის ამბები