20 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
კათოლიკური სამყარო შობას აღნიშნავს - რომის პაპი და მსოფლიო ლიდერები ხალხს ულოცავენ

მილიონობით ქრისტიანს შობა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან მიულოცა.

პაპმა ფრანცისკემ მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა და მთელს მსოფლიოში მშვიდობის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“გამუდმებით ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ეგვიპტეში, ბეირუთში, პარიზში, ბამაკოსა და ტუნისში ტერორირისტულ თავდასხმებს ემსხვერპლნენ,” – ამბობს რომის პაპი.

გახშირებული თავდასხმების გამო წელს შედარებით ნაკლები პილიგრიმი ჩავიდა მაცხოვრის დაბადების ადგილას. ბეთლემის შობის ტაძარში წირვა ტრადიციულად, იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმა ჩაატარა და მას პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასიც ესწრებოდა. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა მოეწყო ნაზარეთშიც, სადაც იესო ქრისტე გაიზარდა.

სასულიერო პირებთან ერთად, შობას ქრისტიანულ სამყაროს დიდ ნაწილს მსოფლიო ლიდერებიც ულოცავენ. საშობაო მიმართვის დროს ბარაკ და მიშელ ობამებმა ამერიკელებს გაერთიანებისკენ მოუწოდეს, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა კი თავისი გამოსვლა მადლიერების თემას მიუძღნა.

ავტორები: ნინო დვალიშვილი. 

 

დღის ამბები