20 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
რუსთავი2-ის მხარდაჭერისთვის დაკავებული პირები გაათავისუფლეს

რუსთავი2-ის მხარდაჭერისთვის დაკავებული პირები გაათავისუფლეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ახალბედაშვილმა  ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თითოეულ მათგანს 3 000 ლარის გადახდა დაევალათ. 

პროცესის მიმდინარეობისას პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ეწინააღმდეგებოდა და დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვის საშიშროება, რაზეც დაცვის მხარემ პასუხად პასპორტების ჩაბარება შესთავაზა. 

ამ ფაქტს საკუთარი ფეისბუკის გვერზე ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი ეხმაურება.

"ნარსია და მისი მეგობრები თავისუფლები არიან," -წერს ნადირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით ქუთაისის პარლამენტთან 2 ოქტომბერს დააკავეს.

 

 

დღის ამბები