08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინა, რომელიც თავის მოკვლას აპირებდა.

ინცინდენტი სტამბოლში მოხდა.

თურქეთის პრეზიდენტის კორტეჟი ბოსფორის ხიდზე გადადიოდა, როდესაც ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველები ორი საათის განმავლობაში არწმუნებდნენ მამაკაცს, წყალში გადახტომისგან თავი შეეკავებინა.

პრეზიდენტმა მანქანა გააჩერა და პირად მცველებს თვითმკვლელთან გასაუბრება დაავალა.

როდესაც დაცვის წევრებმა მამაკაცს უთხრეს, რომ მანქანაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმყოფებოდა და მას პრობლემების მოგვარებაში დაეხმარობდა, ის ჯებირიდან გადმოვიდა და პრეზიდენტის ავტომობილში ჩაჯდა.

რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ მამაკაცმა თავის მოკვლა გადაიფიქრა და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები