20 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
მირზა შაფის საკითხის შესწავლის მოთხოვნით გენერალურ ინსპექციას არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მირზა შაფის საკითხის შესწავლის მოთხოვნით პროკურატურის გენერალურ ინსპექციას მიმართავენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და თბილისის ჰამქარმა განცხადებით მთავარ პროკურატურას მიმართეს.

მესამე სექტორი იმ გარემოებების შესწავლას ითხოვს, რის გამოც საქმის გამოძიება პროექტის პირველივე სტადიაზე 2010 წელს არ მომხდარა.

„5 წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით, გაგვეგო, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება საქართველოს პროკურატურაში ამ საკითხზე. მხოლოდ სასამართლოს გზით შევძელით გაგვეგო, რომ პროკურატურას არ დაუწყია გამოძიება. დღეს პროკურატურა საუბრობს იმაზე, რომ დავა არის ხანდაზმული და ის ვერ დაიწყებს გამოძიებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი განცხადება ჯერ კიდევ 2010 წელს შევიდა,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, სულხან სალაძემ.

დღის ამბები